მონოქრომში - პრესეილი იწყება
ისარგებლე განსაკუთრებული შეთავაზებით - დაჯავშნე ბინა პრემიუმ კომპლექსში 31 დეკემბრამდე 1000 დოლარად და დაიფიქსირე პრესეილის ფასი
მიიღე კონსულტაცია

რატომ მონოქრომი ?
საბურთალოს ნამდვილი ცენტრი
Monochrom არის პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი, სააკაძისა და გმირთა მოედნებს შორის, ბიძინა კვერნაძის 9 ნომერში, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ლოკაციაზე. იდეალური ადგილმდებარეობა უზრუნველყოფს მუდმივ მობილურობას და მარტივ წვდომას ქალაქის მთავარ არტერიებთან. კომპლექსს გააჩნია ორი მხრიდან მისასვლელი გზა, რაც საცობების მინიმალიზაციას და გადაადგილების სისწრაფეს განაპირობებს. კომფორტი აქ ხელშესახებია. ყველა საჭირო ობიექტი - “აგროჰაბი”, რეკრეაციული ზონა, თუ პადელის მოედანი, 100 მეტრის რადიუსშია.
ჭკვიანური ინვესტიცია
Monochrom-ის პრემიუმ ხარისხი უძრავი ქონების ფასეულობის გრძელვადიან შენარჩუნებას უზრუნველყოფს. აქ ურბანული რიტმი იდეალურად ბალანსდება კომფორტთან. კომპლექსში განთავსებული კომერციული ფართები კი პროექტს მაღალლიკვიდურ აქტივად აქცევს. ეს არის ინფრასტრუქტურა, რომელიც განაპირობებს მუდმივ მოთხოვნას და სივრცის მარტივად, მაღალ ფასად გაქირავებას.
დეველოპერის შესახებ
Monochrom-ის მშენებლობას ახორციელებს Astra Development - კომპანია, რომელიც სამშენებლო სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებმა დააფუძნეს. ჩვენი პორტფოლიო აერთიანებს ისეთ წარმატებულ პროექტებს, როგორებიცაა საცხოვრებელი სახლი ი.ნიკოლაძის 3-ში და მრავალფუნქციური კომპლექსი 26 მაისის ქუჩაზე.
საბანკო გარანტია
პროექტი სრულად დაფინანსებულია ბაზისბანკის მიერ. ეს ნიშნავს, რომ მშენებლობის პროცესი ფინანსურად უზრუნველყოფილია და არ არის დამოკიდებული გაყიდვების დინამიკაზე. მსგავსი პარტნიორობა გამორიცხავს რისკებს და გაძლევთ მყარ გარანტიას, რომ კომპლექსის მშენებლობა წარიმართება შეუფერხებლად, ხოლო ჩაბარება მოხდება დროულად, ზუსტად გაწერილ ვადაში.
სტატუსი და სტილი
Monochrom საქმიანი და წარმატებული ადამიანების არჩევანია, ვისთვისაც დრო და ხარისხი უმთავრესია. ეს არის სივრცე, რომელიც ხაზს უსვამს თქვენს გემოვნებას, სტატუსსა და მიღწევებს. მინიმალისტური არქიტექტურა, ტრავერტინის ქვით მოპირკეთებული ფასადი, ენერგოეფექტური ალუმინის კარ-ფანჯარა და ორდონიანი, ვენტილირებადი პარკინგი ქმნის თავდაჯერებულ გარემოს, სადაც პრემიუმ ხარისხი ყველა დეტალში იგრძნობა. Monochrom-ში უძრავი ქონების ფლობა თვითგამოხატვის საშუალებაა.
არქიტექტურა და ფასადი
-
16-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი
-
მაღალი ხარისხის ტრავერტინის ქვის ფასადი
-
თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინი
-
მოპირკეთებული, პრემიუმ დონის სადარბაზოები
ჩაბარების სტანდარტი
-
უმაღლესი სტანდარტის, ნამდვილი მწვანე კარკასი
-
ენერგოეფექტური ალუმინის კარ-ფანჯარა
-
სმარტ საკეტები ყველა ბინაში
-
პრემიუმ ხარისხის მასალები და შესრულება
პარკინგი და ინფრასტრუქტურა
-
ორდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი
-
სრული ვენტილაცია და ჰიდროიზოლაცია
-
3 სწრაფი ლიფტი
-
კომპლექსში განთავსებული კომერციული ფართები
-
რეკრეაციული ზონა
უსაფრთხოება
-
24/7 ვიდეო მეთვალყურეობა
-
დაცვის ოთახი
-
კონტროლირებადი შესასვლელი
-
სმარტ სიგნალიზაცია ყველა ბინაში
ექსკლუზიური პრესეილი 31 დეკემბრამდე, დაჯავშნე ფასი 1000 დოლარად









